პროექტის სახელი:
ისტორიული და არქიტექტურული ძეგლები თეთრიწყაროს რაიონში.
პროექტის მიზნები:
გაუღვიძოს მოსწავლეებს ეროვნულობისა და პატრიოტული გრძნობა, გამოუმუშაოს მსჯელობის უნარი და მიღებულ ცოდნასთან ერთად დაეუფლონ საკუთარი აზრის და პოზიციის გამოხატვა.
პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები გაეცნობიან არქიტექტურის ძეგლებს თავის რაიონში .
პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები დაიყოფიან რანდენიმე ჯგუფად.ერთი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ისტორიულ– არქიტეკტურულ ძეგლების შესახებ თეთრიწყაროს რაიონში ,მეორე ჯგუფი კი ინფორმაციას მარშრუტების შესახებ. მესამე-ფოლკლორულ მასალას. მეოტხე-ციფრულ მასალას
მონაწილეთა ასაკი:13-18 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: წლის განვალობაში
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
მოსწავლეები წარმოადგენენ მოძიებულ მასალებს,სურათების,ნივთების, მაკეტების სახით და გააკეთბენ პრეზენტაციას სლაიდების დახმარებით.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას საკუთარ მუნიცირალიტეტის არქიტეკტურის შესახებ. რეალულცოდნას ნიირებენ საკუთარ ისტორიაზე. შექმნიან ფოტოალბომს. მაკეტებს, ვიდეოფილმებს.
სარგებელი სხვებისთვის:გამოიწვევს სხვა მოსწავლეთა ინტერესს, უკეთ გაიცნონ ქართული არქიტექტურის ხელოვნება. შეისწავლება საკუთარი რაიონის ისტორია და არქიტექტურა
სამუშაო ენა: ქართული, რუსული, სომხური, ბერძნული...
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება, ისტორია,ისტ–ი, სპორტი, გეოგრაფია
პროექტის ფასილიტატორი:
arysiadavrisheva@gmail.com
თეთრიწყაროს N 2 საჯარო სკოლა
„დეკორატიულ – გამოყენებითი ხელოვნების სამყაროში...“
პროექტის ქვეთემებია:
·
დეკორატიული ქსოვის ჩასახვა-განვითარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მაგალითებზე;
·
ქართული დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მნიშვნელობა თანამედროვე დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების განვითარებაში;
·
ფარდაგ-ხალიჩები საქართველოს ბარსა და მთაში;
·
სხვადასხვა ქვეყნების ფარდაგები და ხალიჩები. მათი განსხვავება ქსოვისას გამოყენებული მასალების, კოლორიტისა და გეომეტრიული ორნამენტის მიხედვით;
·
ზოგადი ცნობები დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ნაირსახეობათა შესახებ: ხის დეკორატიული დამუშავება; კერამიკა; ლითონი; დეკორატიული მინა; ქვა, თექა; ხელით ქსოვა და ქარგვა;
ჩატარებული პროექტის მიზანი:
·
მოსწავლეები ეცნობიან, ქმნიან ზოგად წარმოდგენას დეკორატიული ქსოვის ისტორიის, სხვადასახვა ქვეყნებისა და საქართველოს რეგიონების ფარდაგებისა და ხალიჩების შესახებ, უცხოურ და თანამედროვე ქართულ გობელენზე და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაირსახეობებზე;
·
პროექტი ეხმარება მოსწავლეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების დეკორატიულ - გამოყენებითი ხელოვნების ნაირსახეობათა განსხვავებულობათა გაცნობაში;
·
ეხმარება
თავიანთ კუთხის ხელოვნების გაცნობაში;
·
ისტ-ის
და წარმოდგენილ მასალისგან იქმნება ფილმი, სლაიდ-შოუ დეკორატიულ-გამოყენებით
ხელოვნებაზე;
პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა:
მუზეუმში ჩატარებული პროექტის ინოვაცია
მდგომარეობს სწავლებისადმი ერთდროულად კომპლექსურ, ინტეგრირებულ-ინტერაქტიურ მიდგომებში საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების: დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მდგენელი ელემენტების ერთდროულად აღქმა-გააზრებაში.
პროექტის გაგრძელება:
მოპოვებული ფოტომასალის პრაქტიკული გამოყენების მიზნით, პრაქტიკული სწავლების დროს პედაგოგის მიერ შერჩეული ინდივიდუალური დავალებების საფუძველზე დამზადდა სხვადასხვა სახის ნამუშევრები: პანოები, ჩანთები, ქამრები, საფულეები, ბალიშის პირები. აღნიშნული ნამუშევრები გამოიფინა ხელოვნების კაბინეტში.
გაკვეთილის გეგმა:
თარიღი:2014 წლის 22 მარტი
საგანი: ხელოვნება
სამიზნე ჯგუფი (საფეხური და კლასი):
II საფეხური, VII კლასი;
მოსწავლეების რაოდენობა:
16 მოსწავლე.
მოსწავლეთა პროფილი:
კლასში არ არის განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები (შეზღუდული შესაძლებლობის, სასწავლო პროგრამაში ჩამორჩენილი ბავშვები, რომლებისთვისაც სწავლების ჩვეულებრივი ტემპი მიუღებელია).
მასწავლებლის სახელი და გვარი:
დავრიშევა არუსია
ელ-ფოსტა:
თეტრიწყაროს N 2 სკოლის ეთნო – მუზეუმში ჩატარებული
ინტეგრირებულ-ინტერაქტიური კომპლექსური გაკვეთილის თემაა:
„დეკორატიულ – გამოყენებითი ხელოვნების სამყაროში...“
სტანდარტი/ინდიკატორი:
მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრები
მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებათ გამოიყენოს ხელოვნების ელემენტები, პრინციპები, სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.
სგ VII17 , სგ VII11 , სგ VII12
გაკვეთილის მიზანი:
· მოსწავლემ დაინახოს დეკორატიულ - გამოყენებითი ხელოვნების ნაირგვარობა; ნაკეთობათა (ფარდაგების, ხალიჩების, გობელენების, ნაქარგობების, თექის, ნახატების, კერამიკის) შექმნა-დამუშავების ხერხები და მეთოდები;
· მოსწავლემ ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრები;
· მოსწავლე განასხვავოს ერთმანეთისაგან ფრიზული, დინამიკური, ფრაგმენტული და სიმეტრიულად გაწონასწორებული კომპოზიციები;
· აარჩიოს გამოყენებული მასალები (მატყლი, აბრეშუმი, ხე, მინა, ლითონი, სპილოს ძვალი, ბუნებრივი ქვა და სხვ.);
· ფერების შერჩევა-მისადაგების თავისებურებები და პრაქტიკული განხორციელების საშუალებები;
· მოსწავლემ შეძლოს კომპოზიციური განაწილების ძირითადი ხერხების აგებაზე მსჯელობა
· მოსწავლემ შეძლოს ისტ-ის მეშვეობით იპოვოს და დაალაგოს ნაპოვნი მასალა;
· ისტ-ის მეშვეობით გააკეთოს სლაიდ ფილმი ნაპოვნი მასალისგან.
საორგანიზაციო მომენტი:
აღრიცხვა;
მზადება გაკვეთილისათვის, მუზეუმში ქცევის ნორმების შეხსენება.
აქტივობა1-(გამოწვევა)-15წუთი
სამუზეუმო ექსპონატების დათვალიერება მასწავლებელ -გიდით მონაწილეობით;
აქტივობა2. გონებრივი იერიში-10წუთი;
ნანახისა და მოსმენილის ანალიზი;
კითხვებზე პასუხი.
კიტხვები:
1. ორივე ფარდაგზე მიცემულია ერთი და იგივე კომპოზიცია. რომელი?
2.რა განწყობაა შექმნილი ამ ორ ნაწარმოებში?
3 რიტი განსღვავდება საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალიჩები?
აქტივობა 3(მინი-ლექცია) 8წ.
მოსწავლეები გაიცნენ დეკორატიული ქსოვის ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთს და ადგილს. ლექცია- საუბარი გაიმართავს მრავალმხრივ საინტერესო მსჯელობა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფარდაგ-ხალიჩებისა და თანამედროვე ქართული ხალიჩების წარმოების საკითხებზე. ქართული ორნამენტის შესახებ, და მსოფლიოს ხალიჩებზე და ორნამენტზე.
აქტივობა 4 (წყვილებში მუშაობა-გადაღება, მასალის მოგროვება) -10წ.
აქტივობა 5(დანახულზე-აზრების თქმა)-5წ.
მიღებული შთაბეჭდილებების ურთიერთ გაზიარება;
აქტივობა 6 (საშინაო დავალება) 2წ.(ჯგუფური)
მოსწავლეებს წყვილებში ეძლევა სამუშაო: მოიძიონ ინტერნეტში მასალა ქართულ დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებაზე და გააკეთონ სლაიდ-ფილმი და პრეზენტაცია.
ორგანიზაციული ფორმა:
მთელი კლასი, ინდივიდუალურად;
დროის მენეჯმენტი:
აქტივობა1-(გამოწვევა)-15წუთი
აქტივობა2. გონებრივი იერიში-10წუთი;
აქტივობა 3(მინი-ლექცია) 8წ.
აქტივობა 4(დანახულზე-აზრების თქმა)-10წ.
აქტივობა 5 (საშინაო დავალება) 2წ.
შეფასების სტრატეგიები:
დაკვირვება;
რესურსები:
მუზეუმების ნივთები, კომპიუტორები, ფოტო და ვიდეო აპარატურა.
გაკვეთილის შედეგი:
ინტეგრირებულ-ინტერაქტიური გაკვეთილით მოსწავლეებმა პირველყოვლისა, მიიღეს მრავალფეროვანი და ტევადი ინფორმაცია დეკორატიულ ხელოვნების მდგენელების შესახებ, განუმტკიცდათ შეძენილი თეორიული ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები საექსპონატო მასალებში დაცული საინტერესო დეტალებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ხელოვნების, დეკორატიული ქსოვის სტილისა და კოლორიტის თავისებურებებზე დაკვირვების შედეგით მიღებული დასკვნებით;
დაათვალიერეს საგამოფენო ექსპონატები და ისაუბრეს სხვადასხვა ქვეყნებისა საქართველოს რეგიონების მაგალითზე ფარდაგების, ხალიჩების, კერამიკას, უცხოური და თანამედროვე ქართული დეკორატიულ - გამოყენებითი ხელოვნების შესახებ; მიიღეს ინფორმაცია ჩვენამდე მათი მოღწევის თაობაზე; დიდი ინტერესით დაათვალიერეს სლაიდები უცნობი ძველი მქსოველებისა და მქარგველების ნამუშევრები და უფრო ღრმად გაერკვნენ ამ ექსპონატებზე ასახულ კოლორიტში, ფერთა შეხამებაში, კომპოზიციაში და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაირსახეობებზე. აგრეთვე დაათვალიერეს გამოყენებითი ხელოვნების ისეთი მიმართულებების სამუზეუმო ექსპონატები, როგორიცაა: სახვითი ხელოვნება, ხის, მინის, ქვისა და ლოთონის მხატვრული დამუშავება; სხვადასხვა სახელოსნოების მაკეტები.
გაკვეთილის პროცესში წამოიჭრა მრავალი კითხვა,რომლები იმსჯელეს და იპოვეს პასუხები.
მუზეუმში ჩატარებული გაკვეთილის ღირებულებითი შეფასება:
მუზეუმში ჩატარებული გაკვეთილი ხელს უწყობს სკოლაში მიღებული ცოდნის განმტკიცებას, ახალი ინფორმაციის ათვისებას, გამოყენებითი ხელოვნებისადმი პატივისცემის გრძნობის გამომუშავებას; ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურისა და ადამიანის შრომის მიმართ, შემოქმედებითი აზროვნების, ფერის შეგრძნების, წარმოსახვის, მხატვრული გემოვნების, ხედვების, დაკვირვების, მხედველობითი მეხსიერების ფორმირებას.
მოსწავლებმა შეიძინეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ფარდაგებისა და ხალიჩების დეკორატიული ქსოვის სტილისა და კოლორიტის მიხედვით გარჩევისა და აგრეთვე, თანამედროვე ქართული და უცხოური გობელენებისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაირსახეობების გარჩევის უნარი.
პროექტის გაგრძელება:
მოპოვებული ფოტომასალის პრაქტიკული გამოყენების მიზნით, პრაქტიკული სწავლების დროს პედაგოგის მიერ შერჩეული ინდივიდუალური დავალებების საფუძველზე დამზადდა სხვადასხვა სახის ნამუშევრები: პანოები, ჩანთები, ქამრები, საფულეები, ბალიშის პირები. აღნიშნული ნამუშევრები გამოიფინა ხელოვნების კაბინეტში.
მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილის ჩატარების რეკომენდაციები:
როდის არის რეკომენდებული გასვლითი კომპლექსური ინტეგრირებულ-ინტერაქტიურ გაკვეთილის ჩატარება მუზეუმში?
გასვლითი გაკვეთილი რეკომენდებულია ჩატარდეს სწავლების დაწყებიდან არაუადრეს ერთი თვისა. სწავლების ამ პერიოდისათვის მოსწავლეებს მიღებული ექნებათ ზოგადი წარმოდგენა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების შესახებ.
კიდევ სად შეიძლება იქნეს გამოყენებული სამუზეუმო გასვლითი გაკვეთილებით მიღებული გამოცდილება?
მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილებით მიღებული გამოცდილება შეიძლება გამოყენებულ იქნეს საშუალო სკოლის სინამდვილეში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და შრომით სწავლებაში;
გარდა შემეცნებით-ესთეტიური მნიშვნელობისა,
ამგვარი გაკვეთილები სასკოლო ასაკის მოსწავლეთა პროფორიენტაციასაც მოემსახურება.
რატომ არის საინტერესო და სასარგებლო მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილები?
მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილი შეუზღუდავია, სახალისოა და სტიმულის მიმცემია შემდგომი სწავლებისათვის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისა და სოციალური კატეგორიის პროფესიული სტუდენტებისათვის;
მუზეუმში დაცული მრავალფეროვანი, ულამაზესი და უზადოდ შესრულებული ექსპონატებით ხდება სპეციალობის ვიზუალიზაცია, პოზიტიური ფსიქო-ემოციური გარემოს სასიკეთო ზემოქმედების უზრუნველყოფა, მოზარდებში ინტერესის გაღვიძება და ზრდასრულთა ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, სპეციალობის შესწავლის მიმართ მისწრაფების ფორმირება.
მოქმედებს თუ არა მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილი სწავლების ხარისხზე?
მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილის დროს მიღებული შტაბეჭდილებები და მუზეუმის ფონდში დაცული ექსპონატების ფოტომასალების გამოყენება სწავლების შემდგომ ეტაპებზე იწვევს არა მარტო სწავლების მოტივაციის ხელშეწყობას, არამედ სწავლის ხარისხის ზრდასაც. სასწავლო პრაქტიკის დროს სტუდენტები იხსენებენ მუზეუმში ნანახ ექსპონატებს და დამოუკიდებელი სამუშაოების შესრულების დროს ცდილობენ გამოიყენონ ესა თუ ის ხერხი; ისინი დამოუკიდებლად ქმნიან პატარ-პატარა ფერწერულ კომპოზიციებს. მუზეუმში ნანახი ფარდაგის ან გობელენის რომელიმე დეტალის ან მოტივის გამოყენებით, რომელიც შემდგომ გადააქვთ ფარდაგსა და გობელენში.
პროექტი:„ ეთნო ჩანახატები...“
თეთრიწყაროს N 2 საჯარო სკოლაში ეტნო -
მუზეუმში ჩატარებული პროექტი .
პროექტის ქვეთემებია:
მუზეუმში ჩატარებული პროექტის მიზანი:
· მოსწავლეები ეცნობიან, იქმნიან ზოგად წარმოდგენას
· ეხმარება თავიანთ კუთხის ხელოვნების გაცნობაში;
· ისტ-ის და წარმოდგენილ მასალისგან იქმნება ფილმი, სლაიდ-შოუ დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებაზე;
პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა:
მუზეუმში ჩატარებული პროექტის ინოვაცია მდგომარეობს სწავლებისადმი ერთდროულად კომპლექსურ, ინტეგრირებულ-ინტერაქტიურ მიდგომებში საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების: დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მდგენელი ელემენტების ერთდროულად აღქმა-გააზრებაში.
მრავალფეროვანი სამყარო
მოსწავლე გაეცნოს სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი სხვადასხვა სტილით შექმნილი ტაძრები
შეძლოს ტაძრების გეგმის წაკითხვა
შეძლოს იმ ცვილებების დანახვა, რასაც განიცდიდა საქართველოს არქიტექტურა დროთა განვალობაშიხვა ე
შეძლოსსხვადას
შეძლოს იმ ცვილებების დანახვა, რასაც განიცდიდა საქართველოს არქიტექტურა დროთა განვალობაშიხვა ე
შეძლოსსხვადას