ა

пятница, 14 сентября 2012 г.

სახვითი და გამოყენებითი სწავლების მიზნები და ამოცანები                 


 

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიზანია:

·           მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში და ამ გზით მის­თვის მშვე­ნიერების განცდის და წარმოსახვის უნარის განვითარება
·           ხელოვნების ნიმუშების აღქმის უნარის ჩამოყალიბება და ამ ნიადაგზე მუდმივი ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება ხელოვნებისადმი
·           ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლა და  მისი საშუალებით ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარება, სამყაროს ერთიანობის განცდის ჩამოყალიბება
·           გარემოს ესთეტიკური აღქმისა და მოწესრიგების უნარ-ჩვევების გამომუშავება
·           შემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკურ საშუალებათა დაუფლება და შრომის  უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლების ამოცანებია:

            შესაბამისი ფასეულობებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, ხელოვნებასთან და შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების განვითარება და აუცილებელი ცოდნის მიცემა მოსწავლეებისათვის; კერძოდ:

ფასეულობები და დამოკიდებულებები
უნარ-ჩვევები
ცოდნა
პატივისცემის გრძნობის განვითარება ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურის, ადამიანის შრომის მიმართ; თანაგანცდისა და თანაგრძნობის უნარის განვითარება;  შემწყნარებლური დამოკიდებულების ჩამოყალიბება სხვა ადამიანების, განსხვავებული აზრისა და მსოფლმხედველობისადმი.
შემოქმედებითი აზროვნებისა და გაგების  უნარის განვითარება; ემოციური სფეროს განვითარება; წარმოსახვის, გემოვნებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება; ხედვის, სივრცითი წარმოდგენების, დაკვირვების უნარის, მხედ-ველობითი  მეხსიერების და ხელის მოტორიკის განვითარება; შრომითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; საკომუნიკაციო უნარების განვითარება; სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა.
სამყაროს შესახებ  წარმოდგენის ჩამოყალიბება; საკუთარი და სხვათა კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ენის შესწავლა.


საგნის  როლი  სასკოლო  განათლების  როვნული  მიზნის განხორციელებაში
თანამედროვე სკოლა მიზნად ისახავს ისეთი პიროვნების ფორმირებას, რომელიც მზად იქნება მთელი სიცოცხლის მანძილზე იზრუნოს საკუთარი განვითარე­ბი­სათ­ვის. ამგვარ  ადამიანს უნდა ახასიათებდეს:

1.     კრიტიკული აზროვნება;
2.     პრობლემათა გადაჭრის უნარი;
3.     თვითგამოხატვის უნარი;
4.     შემოქმედებითი აზროვნება;
5.     სამოქალაქო ცნობიერება;
6.     კომუნიკაციის უნარი;
7.     კვლევა-ძიების უნარი;
8.     თვითშეფასებისა და საკუთარი სასწავლო საქმიანობის წარმართვის უნარი.

სახვით და გამოყენებით ხელოვნებას თავისი წვლილი შეაქვს ამგვარი პიროვნების ჩამოყალიბებაში.
1.  კრიტიკული აზროვნება
ხელოვნების შესწავლის პროცესში მოვლენათა გააზრებისა და პრობლემათა წვდომის უნარის ჩამოყალიბებას, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას ხელს უწყობს: ა) მოსწავლეთა მიერ მხატვრული იდეების პროდუცირება, ბ) საკუთარი და სხვების შემოქმედების დახასიათება, შეფასება და ანალიზი; გ) იმ როლის გააზრება, რომელსაც ასრულებს ეროვნული და მსოფლიო კულტურების მემკვიდრეობა სხვადასხვა კონტექსტში.
2.  პრობლემათა გადაჭრის უნარი
ხელოვნების სწავლებისას პრობლემათა გადაჭრის უნარის განვითარებას ხელს უწყობს: ა) სწავლის პროცესში წარმოშობილი იდეების  რეალიზაციის  პრაქტიკა, ბ) საუკეთესო შედეგის მისაღწევად საჭირო მასალის, იარაღის, გამომსახველობითი ხერხების თუ ტექნიკის შერჩევა და ეფექტური გამოყენება, გ) დასახული ამოცანის გადაჭრისათვის აუცილებელი ინიციატივის და პასუხისმგებლობის გამოვლენა; გ) სტრესის, იმედგაცრუებისა და მარცხის დაძლევა და დასახული მიზნისაკენ მტკიცედ სწრაფვა.

3.  თვითგამოხატვის უნარი
ხელოვნების შესწავლის პროცესში მოსწავლის თვითგამოხატვას (შეხედულებები, იდეები, განწყობები, გრძნობები) ხელს უწყობს:
ა)     განსხვავებული მხატვრული მასალისა და ხერხების ათვისება-დაუფლება;
ბ)   მხატვრული რესურსების (მასალისა და მეთოდბის) თვითგამოხატვის  პროცესთან დაკავშირება;
     გ)     თანაკლასელთა მხატვრულ შემოქმედებაში გარკვეული შეხედულებების, იდეების,  განწყობებისა და გრძნობების ამოცნობა და მათზე მსჯელობა;
დ) საკუთარ   მხატვრულ  ნამუშევარში გამოსახულ შეხედულებებზე, იდეებზე,    განწყობებსა  და გრძნობებზე მსჯელობა.

4.  შემოქმედებითი აზროვნება
ხელოვნების სწავლებისას  მოვლენების მიმართ შემოქმედებითი მიდგომის უნარის განვითარებას ხელს უწყობს:  ორიგინალური მხატვრული იდეების გენერი­რე­ბა და მათი განხორციელებისათვის არასტანდარტული გზების ძიება.
5.  სამოქალაქო ცნობიერება
ხელოვნების სწავლებისას საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის სურვი­ლისა და უნარის, ეროვნული თვითშეგნების გრძნობის განვითარებას ხელს უწყობს: კლასის, სკოლის და საზოგადოების კულტურულ ცხოვრებასა  და  კეთილდღეობაში საკუთარი წვლილის შეტანა; კულტურული მემკვიდრეობის და საზოგადოების წინაშე საკუთარი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება.
6.   კომუნიკაციის უნარი
ხელოვნების სწავლებისას კომუნიკაციის უნარის განვითარებას ხელს უწყობს: ა) საკუთარი და სხვისი ნაწარმოებების შესახებ მსჯელობა, კამათი და  პოზიციის დასაბუთება; ბ) სხვადასხვა საშუალებებით (ხატვა, წერა,  მსჯელობა) საკუთარი აზრისა და გრძნობების გამოხატვა; გ) ჯგუფური მუშაობისას სხვებთან ურთიერთობა, თანამშრომლობა და პრობლემურ საკითხებზე შეთანხმება; დ) კრიტიკული თვალ­საზ­რისის გამოთქმა და დასაბუთება.
7.  კვლევა-ძიების უნარი
ხელოვნების სწავლებისას ინფორმაციის მოპოვებისა და გაანალიზების უნარის განვითარებას ხელს უწყობს: ა) ინფორმაციის მრავალფეროვანი წყაროების გამოყენება, ბ) ინფორმაციის შეჯერება, კრიტიკული შეფასება და ეფექტური ორგანი­ზაცია; გ) ინფორმაციის გამოყენება საკუთარი შემოქმედებისათვის, კვლევი­სათვის, დამოუკიდებელი აზრის ჩამოყალიბებისათვის და სამოქმედო გეგმის განსაზღვრი­სთვის.
8.  თვითშეფასებისა და და საკუთარი სასწავლო საქმიანობის წარმართვის უნარი
ხელოვნების სწავლებისას თვითშეფასებისა და საკუთარი სასწავლო საქმიანობის წარმართვის უნარის განვითარებას ხელს უწყობს: ა) საკუთარი შესაძლებლობებისა და მიღწევების სწორი შეფასება; ბ) საკუთარი ემოციების გაცნობიერება და მათი მართვა; გ) უწყვეტი (მთელი სიცოცხლის მანძილზე) სწავლის ჩვევის გამომუშავება; დ) საქმიანობის სწორად და ეფექტურად დაგეგმვის უნარი; ე) განათლებისა და პრო­ფე­სიული ზრდისათვის ხელსაყრელი პირობების გამოყენება.


გ)  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების  სწავლების  საფეხურების დახასიათება

დაწყებით  საფეხურზე ხელოვნების, როგორც სასწავლო-აღმზრდელობითი დარგის, პედაგოგიურ პოტენციალს მისი თვალსაჩინო-სახეობრივი ბუნება განსაზღვრავს. უმცროსკლასელებში, მათი ასაკობრივი თავისებურებიდან გამომდინარე, თვალსაჩინო-პრაქტიკული აზროვნება და სამყაროს ემოციური აღქმა სჭარბობს, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია თამაშზე დაფუძნებული აქტივობა, რასაც შესანიშნავად მიესადაგება ხელოვნების სხვადასხვა დარგის (ხატვა, მუსიკა) შესწავლის სპეციფიკა.
დაწყებით სკოლაში ხელოვნების  სწავლება ძირითადად ბავშვის ემოციური და გონებრივი სფეროს, შრომითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას ემსახურება.
საბაზო საფეხურზე ხელოვნების დარგებში შეძენილი პრაქტიკული უნარ-ჩვევები მოზარდს საკუთარი თავის ძიებისა და თვითდამკვიდრების პროცესს უადვილებს. ამავე დროს, მნიშვნელოვნად არბილებს იმ გამძაფრებულ კრიტიკულ დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ, რომელიც ნიშანდობლივია ამ ასაკისათვის, ვინაიდან ხელოვნების ნაწარმოების გაგების უნარი განსხვავებული აზრისა და მსოფლმხედველობის მიმართ შემწყნარებლობასაც გულისხმობს.პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარება ხელოვნების ნიმუშის ანალიზისას მასში გამოყენებული მხატვრული ხერხების, ავტორის ჩანაფიქრის უკეთ გაგებას ემსახურება. მოსწავლეები ახორციელებენ აგრეთვე სხვადასხვა სახის პროექტს. ყოველივე ეს ეხმარება მას არჩევანის გაკეთებაში ესთეტიკური საგნების ჯგუფიდან (იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რასაც სკოლა შესთავაზებს.), რათა X, XI ან XII კლასებში მოხდეს შეძენილი უნარ-ჩვევების და ცოდნის შემდგომი გაღრმავება და პროფესიული საფუძვლების ჩაყრა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                   
საშუალო საფეხურზე მოსწავლე მზად არის გაცნობიერებული არჩევანისათვის. ამ დროს მას საშუალება ეძლევა, საკუთარი ინტერესების მიხედვით აირჩიოს და შეისწავლოს სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფთან დაკავშირებული ერთ-ერთი საგანი.

დ)  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების   სწავლების ორგანიზება

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება  ზოგადსაგანმანათლებ­ლო სკოლის სამივე საფეხურზეა გათვალისწინებული: დაწყებით და საბაზოზე -  სავალდებულო (I-IX კლასები), ხოლო საშუალოზე - (X-XII კლასები) არჩევითი საგნების სახით.
სახვით და გამოყენებით ხელოვნების  სწავლებას I-VII კლასებში კვირაში 2 აკადემიური საათი ეთმობა. VIII-IX კლასებში  საგანი თითო სემესტრის მანძილზე ისწავლება და მისთვის კვირაში 3 აკადემიური საათია განკუთვნილი: VIII კლასში – I,  ხოლო IX  კლასში - II სემესტრში.


 სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების   სწავლების მიმართულებების აღწერა

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლება სასწავლო გეგმის მიხედვით  სამი  მიმართუ­ლებით იშლება:
1.     შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება;
2.     კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია;
3.     ხელოვნების აღქმა კონტექსტში.

სწავლება ყველა მიმართულების ფარგლებში მიმდინარეობს პარალელურად და ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირში.
1.   შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება

ამ მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს; ეცნობიან და ეუფლებიან  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ელემენტებს, პრინციპებს, გამომსახველობით ხერხებს, სხვადასხვა ტექნიკას, მასალას, იარაღსა და პროცედურებს.
მოსწავლეები ავითარებენ სხვადასხვა მოტივის ზეგავლენით წარმოშობილი იდეებისა და ჩანაფიქრების  ხორცშესხმის უნარს, რისთვისაც იყენებენ წარმოსახვას, ემოციებს, დაკვირვების უნარს, მასალისადმი შემოქმედებით მიდგომას და სწავლის პროცესში მიღებულ ცოდნას.
2. კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ამ მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ ხელოვნების ნაწარმოების გაგებას და შეფასებას, მის შესახებ აზრის ჩამოყალიბებას, ეჩვევიან საკუთარი ჩანაფიქრის ნათელ და მკაფიო განმარტებას და სხვისი აზრის გულისყურით მოსმენას, ეუფლებიან კოლექტიური მუშაობის და მსჯელობის მეთოდებს.
3. ხელოვნების აღქმა კონტექსტში
ამ მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან ქართული და მსოფლიო, ძველი და ახალი ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს და ხალხური შემოქმედების ზოგიერთ დარგებს, არკვევენ მათ შინაარსსა და დანიშნულებას, აკავშირებენ მათ ყოველდღიურ რეალობასთან და საკუთარ გამოცდილებასთან; ეცნობიან მათი შექმნისა და შეფასების განსხვავებულ ისტორიულ, კულტურულ, სოციალურ და სხვა კონტექსტებს.


ე)  შეფასება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში


        შეფასების კომპონენტები

საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები


 საშინაო დავალებები
შეიძლება შეფასდეს შემდეგი დავალებების მიხედვით:
მასალის მოძიება, რეფერატი, პრაქტიკული სამუშაო.

 მიმდინარე საკლასო დავალებები
მოიცავს შემდეგი ტიპის აქტივობებს:
1. კონკრეტული პრაქტიკული სამუშაოს შესრულება ან ნამუშევრის შექმნა გარკვეულ თემაზე, რაც შეიძლება შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
·           ორგანიზებულობა (სისტემურობა, დროის ლიმიტის დაცვა, საჭირო მასალის, აღჭურვილობის ქონა);
·           ტექნიკის, მასალის ფლობა;
·           შემოქმედებითობა (გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი ხელწერის, ხედვის, დემონსტრირება);
·           თანამშრომლობა ჯგუფური მუშაობის დროს.

2.  საკუთარი და სხვისი ნამუშევრების განხილვაში მონაწილეობა;
3.  გარკვეული ეპოქის, შემოქმედის ან ხელოვნების ნიმუშის ანალიზში ან მის ირგვლივ მსჯელობაში მონაწილეობა, რაც შეიძლება შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
  • აქტიური მონაწილეობა;
  • საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოჩენა;
  • სხვისი აზრის მიმართ პატივისცემის დემონსტრირება.    
        
4. საკუთარი და სხვების ნამუშევრების პრეზენტაცია (აუდიტორიისთვის წარდგენა), რაც შეიძლება შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
  • სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა, აუდიტორიასთან კონტაქტი;
  • თვალსაჩინოებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენება;
  • კითხვებზე ადექვატური პასუხის გაცემა.

შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი
შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების  შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში სტანდარტებით განსაზღვრულ  შედეგებს.
შემაჯამებელ დავალებათა  ტიპები:

სტანდარტის მოთხოვნათა დასაფარად, რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება. სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს:

საკონტროლო/გამოცდა/ტესტირება/მაშტაბური ნამუშევარი/ გამოფენა/მოხსენება-რეფერატი (გარკვეული ეპოქის, შემოქმედის შესახებ).
 პროექტები
პროექტის სავარაუდო თემები:
ექსპოზიციის, ტელეგადაცემის, რადიოგადაცემის, სპექტაკლის მომზადება; გაზეთის, ჟურნალის, წიგნის მაკეტის დამზადება; სკვერის კეთილმოწყობა, სკოლის, საკლასო ოთახის, ინტერიერის დიზაინის შექმნა და სხვა.
პროექტის შესრულების დროს ფასდება შემდეგი აქტივობები:
პროექტის იდეის განსაზღვრა,  პროექტის დაგეგმვა, ფუნქციების განაწილება; ორგანიზება, ფინანსური გათვლა, სპონსორის მოძიება, საზოგადოებასთან ურთიერთობა, მასალით მომარაგება, მუსიკალური გაფორმება, რეჟისურა, სცენოგრაფია, მხატვრობა, დიზაინი: კოსტუმი, დეკორაცია, გრიმი; რესურსის შექმნა, წარმოდგენაში მონაწილეობა (მსახიობი, წამყვანი, გამნათებელი და ა.შ.), წარდგენა და სხვა.

მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები

·         დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა;
·         ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
·         10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
·         მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.

რუბრიკების ნიმუშები:

რაქტიკული სამუშაოს (ნამუშევრის) შეფასება

თარიღი:                  სამუშაოს (ნამუშევრის) სახეობა:

მოსწავლ
შეფასების კრიტერიუმები
შემაჯამებე-
ლი ქულა

ორგანიზებულობა (დროის
ლიმიტის დაცვა, საჭირო
აღჭურვილო
ბის ქონა)






0-1
მასალის, ტექნიკის და მხატვრულ-გამომსხველობითი
საშუალებების ფლობა






0- 3
შემოქმედებითო-ბა,
ანუ რამდენად ეფექტურად იყენებს ტექნიკას, მასალას და მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს ჩანაფიქრის გადმოსაცემად

0- 4 
თანამშრომ-ლობა ჯგუფური მუშაობის დროს







0-2
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10
1.





2.





3.





4.





5





6.





7.



















პრაქტიკული სამუშაოს (ნამუშევრის) შეფასება

თარიღი:                  სამუშაოს (ნამუშევრის) სახეობა: ნატურმორტი

                                                                    მასალა:                                                 აკვარელი, გუაში

მოსწვლ
შეფასების კრიტერიუმები
შემაჯამებელი ქულა

კომპოზიცია
 

რამდენად ახერხებს
დასა­ხატი ობიექტების
სასურათე სიბრტყეზე
კომპოზიციურ განა­წი­ლე­ბას (კომპოზიციური ბა­ლან­სის და­­ც­ვას და ა.შ.) და 
ურთი­ერთ თა­ნა­­ფარ­დო­ბის გა­დ­მოცემას


0-2
ფორმა/
მოცულობა

რამდენად იცავს საგნის პროპორციებს და რამდე­ნად ახერხებს მათი მო­­ცუ­­ლო­ბის გად­მოცემას შუქ-ჩრდი­ლის სა­შუალებით








0-2
ფერი


რამდენად შეესატყვისება ფერთა გამა დასა­ხატ ობიექ­ტე­ბს, ან რამ­­დე­ნად შემ­ოქმე­დე­ბითად არის  გადაწ­ყვე­ტი­ლი ფე­რის ამო­ცანა ნამუშევარში





0-2
ფაქტურა


რამდენად ახერხებს
დასახატი ობიექტების (საგნების, დრაპირების (ქსოვილის)) ფაქ­ტურის გადმოცემას








0-2
სივრცე


რამდენად ახერხებს სივრცის ეფექტის შექმნას
(წინა პლანი, შუა პლანი, უკანა პლანი (ფონი))



0-2
ქულათა მაქსიმალური რაო­დე­ნობა
10
1.






2.






3.






4.






5






6.






7.

















პრაქტიკული სამუშაოს (ნამუშევრის) შეფასება

თარიღი:                  სამუშაოს (ნამუშევრის) სახეობა:
მოსწავლ
შეფასების კრიტერიუმები
შემაჯამებე-
ლი ქულა

ორგანიზე-
ბუ­ლობა (დროის
ლიმიტის დაცვა, საჭირო
აღჭურვილობის ქონა)







0-1
მასალის, ტექნიკის და მხატვრულ-გამომსხველო–
ბითი სა­შუა­ლებების ფლობა







0- 3
შემოქმედები
ბა,
ანუ რამდენად ეფექტურად იყენებს ტექნიკას, მასალას და მხატვრულ-გამომსახველო-
ბით ხერხებს ჩანაფიქრის გადმოსაცემად

0- 4 
თანამშრომლობა ჯგუფური მუშაობის დროს








0-2
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10
1.





2.





3.





4.





5





6.





7.









ხელოვნების ნიმუშის ანალიზის შეფასება
თარიღი:                  ხელოვნების ნიმუში:             ავტორი:
მოსწავლე
შეფასების კრიტერიუმები
შემაჯამებელი ქულა

აღწერს ნამუშევარს


0- 3
აანალიზებს კომპოზიციას და მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს
0- 3
ასაბუთებს საკუთარ ინტერპრეტაციას

0- 4
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10
1.




2.




3.




4.




5.




6.




7.




8.




9.




10.









საპრეზენტაციო უნარების შეფასება
თარიღი:                  პრეზენტაციის სახეობა: მოხსენება-რეფერატი            
მოსწავლე
შეფასების კრიტერიუმები
შემაჯამებელი ქულა

სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა, კონტაქტი აუდიტორიასთან
0- 3
თვალსაჩინოებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენება


0- 4
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა

0- 3
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10
1.




2.




3.




4.




5.




6.




7.




8.




9.




10.






 

 

 







1 комментарий:

მზე - თქვენთვის

მზე - თქვენთვის