ა

понедельник, 16 января 2012 г.


საგნობრივი პროგრამა საბაზო საფეხურზე
VII კლასი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება


                       სილაბუსი








                                   მასწავლებელი:დავრიშევა არუსია



                                   საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება



                                   დამტკიცებულია: ----------- 2014წ. 



                                   კათედრის გამგე:დავრიშევა არუსია








                                                   2014 - 2015წ.





 



სასწავლო საგნის საათების ხანგრძლივობა:
ორი სემესტრი,კვირაში 2 აკადემიური საათი ( 72 საათი წელიწადში)


სასწავლო საგნის სტატუსი: საბაზო საფეხური; სავალდებულო;

მასწავლებელი: დავრიშევა არუსია;
 ელ. ფოსტა- arysiadavrisheva@gmail.com
  tel. 593 26 48 02


სასწავლო დისციპლინის გავლის წინაპირობა:

  მოსწავლეებს არა აქვთ ცოდნის  მარაგი  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაში, რათგანაც საგანი ”სახვითი და გამოყენებითი  ხელოვნება” არ ისწავლებოდა ჩვენ სკოლაში.
 მოსწავლეების თვის სასწავლო კლასის პროგრამის დაძლება იქნება ძნელი.

საგნის სწავლების მიზანი და ამოცანები:   

   მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში და ამ გზით მისთვის მშვენიერების განცდის და წარმოსახვის უნარის განვითარება.
ხელოვნების ნიმუშების აღთქმის უნარის ჩამოყალიბება და ამ ნიადაგზე მუდმივი ინტერესისა და სიყვარულის გაღვიძება ხელოვნებისადმი
ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლა და მისი საშუალებით ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარება, სამყაროს ერთიანობის განცდის ჩამოყალიბება
გარემოს ესთეტიკური აღქმისა და მოწესრიგების უნარ-ჩვევების გამომუშავება
შემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკურ საშუალებათა დაუფლება და შრომის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება
 პროგრამის შინაარსი:
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები:


ხაზი, ფერი (კონტრასტი, გრადაცია), შუქ-ჩრდილი, ფაქტურა (სხვადასხვა ფაქტურის შექმნა), ფორმა, მოცულობა; (განწყობილების გადმოცემა ხაზის და ფერის, სხვადასხვაგვარი მონასმების საშუალებით, მთლიანობის და საერთო პროპორციების გადმოცემა); სივრცე (ჰორიზონტის ხაზი, პერსპექტივა, ხედვის წერტილი, წინა და უკანა პლანის გარჩევა საგნის ზომისა და ტონალობის საშუალებით); სიმეტრია, რიტმი, წონასწორობა, სტატიკა და დინამიკა; კომპოზიციური განაწილების ძირითადი ხერხები.

რეკომენდებული ვიზუალური მასალა:
ხაზი – ანრი მატისი (მაგ. “თემები და ვარიაციები, ანელი”, შარლ ბოდლერის პორტრეტი, “სახე I, ლიდია”) პაბლო პიკასო (მაგ. “მშვიდობის მტრედი”, “კორიდა”, “დონ კიხოტი”), რუსუდან ფეტვიაშვილის გრაფიკა, აღმოსავლური და ჩინური კალიგრაფიის ნიმუშები და სხვ.
ფერი - ფაიუმის პორტრეტი, პიერო დელა ფრანჩესკა, პიტერ ბრეიგელი, ფრანს ჰალსი, ტერბორხი, ადრეული (მცირე) ჰოლანდიელები; იმპრესიონოსტები და პოსტიმპრესიონისტები (ედუარდ მანე, კლოდ მონე, ალფრედ სისლეი, ჟორჟ სერა, პოლ სეზანი, ვინსენტ ვან გოგი); ქართველი მხატვრები - დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, მოსე თოიძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, დავით გველესიანი, გურამ ქუთათელაძე, ედმუნდ კალანდაძე და სხვ.
კომპოზიციური განაწილების ძირითადი ხერხები - ლეონარდო და ვინჩის “საიდუმლო სერობა”(პერსპექტივა, სიმეტრია, წონასწორობა); რაფაელ სანტის “რაინდის სიზმარი” (სიმეტრია, წონასწორობა); ედგარ დეგას “ბალერინები” (ასიმეტრია); ეგვიპტური კედლის მხატვრობა, ფიდიასის პანათენელთა მსვლელობა (ფრიზისებური კომპოზიცია, რიტმი); ფიროსმანი – “მეთევზე”, “მეეზოვე”, ქეიფის სცენები (სტატიკა); ანრი მატისის “ცეკვა”, ჯაკომო ბალას ”გოგონა აივანზე“, ”ყელსაბამიანი ძაღლის მოძრაობის რიტმი” (დინამიკა) და სხვა.
ხედვის წერტილი; პიტერ ბრეიგელი “მონადირეები თოვლზე”, კლოდ მონე “კაპუცინების ბულვარი პარიზში”, დავით კაკაბაძე – იმერეთის პეიზაჟები, ვან გოგი “მეთევზეთა ნავები”, (ჰორიზონტის ხაზი). რენე მაგრიტი “ადამიანის მდგომარეობა” და სხვა.

მასალა, იარაღი:


ფანქარი, პასტელი, გუაში, აკვარელი, ტემპერა, ნახშირი, ცარცი, ფერადი ქაღალდი, მუყაო, ბეჭდური/პოლიგრაფიული პროდუქცია, პლასტილინი, თიხა, ქსოვილი, თოკი, მავთული, ლითონის, პლასტმასის, მუყაოს კოლოფები, ბუნებრივი (მარცვლეული მოზაიკისთვის; საცობი, ფოთლები ანაბეჭდისთვის) და ხელოვნური (მათ შორის, მეორადი) მასალა; ექსპერიმენტი სხვადასხვა მასალითა და იარაღით.


ტექნიკა, პროცედურა და პროცესები:


ფერწერის, გრაფიკის ტექნიკები (მონასმი, ლაქა, ანაბეჭდი, ძერწვა, აპლიკაცია, ქაღალდის ნაკეთობები, მოზაიკა, კოლაჟი, მოდელირება, კონსტრუქცია, კომპიუტერული გრაფიკა; დაჭრა, დაწებება, ამოკაწვრა, ღუნვა, გრეხვა, დაწვნა.

იდეების გამოხატვა:

ემოციებით აღძრული ასოციაციები და შთაბეჭდილებები, განწყობილების შექმნა მარტივი მიმიკის და ჟესტიკულაციის გამოყენებით.

იდეების წყაროები:

საგნებს შორის კავშირების, ასოციაციების გადმოცემა; იდეების წყაროები: ფანტაზია, ხელოვნების ცნობილი ნიმუშები მსოფლიო ხელოვნების ისტორიიდან, ადგილობრივი არქიტექტურის ძეგლები, შთაბეჭდილებები გარემოზე დაკვირვებიდან, ისტორია, მითოლოგია, მხატვრული ლიტერატურა (ანდაზები, იგავ-არაკები, მოთხრობები,), მუსიკა (ქართული და უცხოური ფოლკლორი,), ფილმი, ანიმაცია, თეატრალური წარმოდგენა; ადგილობრივი სადღესასწაულო ტრადიციები, ყოფითი სცენები. რეალურად მომხდარი საზოგადო მოვლენები, პირადი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და სხვა.

სავარაუდო თემები:

“მზის ჩასვლა ზღვაში”, “შემოდგომის/გაზაფხულის წვიმა”, “რთველი”, “მშობლიური კუთხე” “ქვის ხანის ადამიანი”, “დინოზავრები”, “მითოლოგიური გმირები”, “სემირამიდას დაკიდული ბაღები”, “საყვარელი ისტორიული გმირი”, ”დედამიწა - ჩემი სახლი”, ”ერთგულება”, "ექსკურსია", “მოგზაურობა საჰაერო ბუშტით” და სხვ.

შრომითი საქმიანობა:

დეკორატიული და გამოყენებითი საგნები, წიგნები (აკინძვა, შეკეთება), თეატრალური რეკვიზიტი (კოსტიუმისა და დეკორაციის დეტალები); მუშაობა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან, გუნდურად.

კომუნიკაცია:


ნამუშევრის წარდგენა (მსჯელობა ჩანაფიქრზე, შესრულების პროცესზე, ნამუშევრის განსავითარებელ და ძლიერ მხარეებზე, კავშირზე სხვა საგნებთან), კითხვების დასმა, პასუხის გაცემა, შთაბეჭდილებების, დაკვირვების, გამოცდილების გაზიარება, დამოკიდებულების გამოხატვა, შეფასება და მისი დასაბუთება, პატივისცემის გამომჟღავნება სხვისი ნამუშევრის და აზრის მიმართ კრიტიკის დროს, სათანადო ტერმინების გამოყენება; საუბარი ნამუშევრიდან მიღებულ ინფორმაციაზე; საკლასო და სასკოლო გამოფენა, სპექტაკლი, აქცია, ექსკურსიები მუზეუმში, გალერეებში, ქალაქგარეთ.
ხელოვნების აღქმა კონტექსტში:


სახვითი ხელოვნების ცნობილი ნამუშევრების დათვალიერება, ამოცნობა, დაკავშირება ისტორიულ, რელიგიურ და სოციალურ კონტექსტთან; საუბარი დეკორატიულ - გამოყენებითი საგნების დანიშნულებაზე, ხელოვნების როლზე საზოგადოებრივ ადგილებში; შინაარსის დაკავშირება ისტორიასთან, კულტურასთან; ინფორმაციის შეგროვება მათ ქალაქში, სოფელში, რაიონში მცხოვრებ ხელოვნების მოღვაწეებზე და მათ შემოქმედებაზე.


რეკომენდებული ვიზუალური მასალა:
ფერწერა და გრაფიკა - ეჟენ დელაკრუა, დომინიკ ენგრი, ჟაკ-ლუი დავიდი, ონორე დომიე, უილიამ ტერნერი, ფრანსისკო გოია, კამილ პისარო, პოლ სეზანი, ანრი დე ტულუზ ლოტრეკი, ჟორჟ სერა, პოლ სინიაკი, ანდრე დერენი, მორის დე ვლამინკი, და სხვ..
ქანდაკება - მაგ., აღდგომის კუნძულის ქვის ქანდაკებები, აბუ-სიმბელის რამზესის კოლოსები, ჩინეთის ტერაკოტის მეომრები, ბერძნული არქაული და კლასიკური ქანდაკება, შუმერული ქანდაკება, მიქელანჯელოს ქანდაკებები, რაშმორის მთის კლდეში ნაკვეთი პორტრეტები, თავისუფლების ქანდაკება;
რელიეფები - ბოლნისის სიონი, მცხეთის ჯვარი, ნიკორწმინდა და სხვ.
არქიტექტურა - სთოუნჰენჯი, თერმები, პეტრა, სანტა-მარია დელ ფიორეს ტაძარი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ხუროთმოძღვრული ძეგლები (გურჯაანის ყველაწმინდა, კვეტერა, ხახული, რკონი და სხვ.) თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშები: მაგ., კუალა-ლუმპურის ტყუპი ცათამბრჯენი და სხვ.

გამოყენებითი ხელოვნება:

 ბედიის ბარძიმი, მამაის ტონდო, თამარ მეფის ჯვარი, ბრინჯაოს ხანის ქართული არტეფაქტები, შუმერული, ეგვიპტური, შუამდინარეთის, ანტიკური ხანის, ადრე ქრისტიანული ხანის გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები; ჰერალდიკის მარტივი მაგალითები, ჩინური აბრეშუმი, ფაიფური; ეტრუსკული კერამიკის ნიმუშები, სპარსული, ესპანური, ჰოლანდიური კერამიკული ფილები, აღმოსავლური ხალიჩები და სხვა.



V კლასი
თემატური გეგმა

თემა
საათი
თარიღი
1
ვეწვიოთ მხატვრის სახელოსნოს
იდეა, ჩანაფიქრი,ნამუშევარი;                  
1

2
ჩვენი სახელოსნო;            
1

3
სახატავი მასალები და იარაღები;      
1

4
ჩვენი სახელოსნო;                     
1

5
შუქ - ჩრდილი და მოცულობა;                  
2

6
ჩვენი სახელოსნო;               
1

7
რა არის კომპოზიცია;                                  
2

8
ჩვენი სახელოსნო;                                        
2

9
რიტმი და მოძრაობა;                                   
1

10
ჩვენი სახელოსნო;                                        
1

11
სურათის ფონი;                                          
1

12
ჩვენი სახელოსნო;                                        
1

13
ხედვის  წერტილი;                                     
1

14
ჩვენი სახელოსნო;                                        
1

15
ხედვის წერტილი;                                     
1

16
ჩვენი სახელოსნო;                                        
1

17
შეამოწმე  შენი ცოდნა;                               
1

18
 ფერადოვანი სამყარო.
 ფერი და ემოცია;                                    
1

19
ფერი და განწყობილება პეიზაჟში;                                  
1

20
ჩვენი სახელოსნო;                                        


21
ფერი და განწყობილება პეიზაჟში;         


22
ჩვენი სახელოსნო;                                        


23
სივრცე და ფერი;                                  


24
შდაბეჭდილების მხატვრები;                 
2

25
ჩვენი სახელოხნო;                                
1

26
შეამოწმე შენი ცოდნა;                          
1

27
ხელოვნება ადამიანის შესახებ
განწყობილება;                                     
1

28
ჩვენი სახელოსნო;                                
1

29
ადამიანები ჩვენს ირგლივ;                   
2

30
ჩვენი სახელოსნო;                                
1

31
გაცოცხლებული სურათები;                  
1

32
ჩვენი სახელოსნო;                                       
2

33
შეამოწმე შენი ცოდნა;       
მოგზაურობა წარსულში.                         
1

34
უძველესი ადამიანები;                              
1

35
ჩვენი სახელოსნო;                                       
1

36
სამარხთა საგანძური;                                 
1

37
ჩვენი სახელოსნო;                                       
1

38
მითი და სინამდვილე;                               
1

39
ჩვენი სახელოსნო;                                       
1

40
საოცრებათა ქალაქი;                                   
1

41
ჩვენი სახელოსნო;                                        
1

42
ძველი ჩინეთის ფერწერა;                          
1

43
ჩვენი სახელოსნო;                                        
1

44
პროექტი: ”მოგზაურობა წარსულში”   
”ოდესმე დიდი კოფილა საქართველო”     
2

45
ეროვნული საგანძური;
1

46
ჩვენი სახელოსნო;                                        
1

47
ძველი ქართული ოქრომჭედლობა;          
2

48
ჩვენი სახელოსნო;                                        
1

49
ხელნაწერი წიგნები;                                     
2

50
ჩვენი სახელოსნო;                                        
1

51
ხელოვნება და ისტორია;                            
1

52
საკლასო კონფერენცია: ”ოდესმე დიდი კოფილა საქართველო”  
ხელოვნება და საზოგადოება              
2

53
ხელოვნება დიდ ქალაქში;                           
1

54
ჩვენი სახელოსნო;                                        
1

55
ქანდაკება და გარემო;                                  
1

56
თეატრი;
1

57
შემოქმედებითი კონკურსი;                         
2

58
ხელოვნება და ბეჭვითი საქმე;                    
1

59
ჩვენი გაზეთი;                                                 
1

60
წავიდეთ მუზეუმში;                                     
1

61
ჩვენი სახელოსნო (საკონტროლო)              
1

62
ჩვენი სტუდია;                                               
1


შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია ხელოვნების აღქმა კონტექსტში


ს.გ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.VII.2. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს ხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.VII.3. მოსწავლე აფართოებს გარემოში ობიექტებს შორის არსებული კავშირების ასახვის გზებს ნამუშევარში და შეუძლია გადმოსცეს დეტალები.
ს.გ.VII.4. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია მათი ასახვა ნამუშევარში.
ს.გ.VII.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
ს.გ.VII.6. მოსწავლეს შეუძლია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად. ს.გ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვას და დაასაბუთოს საკუთარი აზრი ხელოვნების ნაწარმოების შესახებ.
ს.გ.VII.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.

ს.გ.VII.9. მოსწავლე კრიტიკის დროს პატივისცემით ეკიდება სხვის ნამუშევარს და აზრს.
ს.გ.VII.10. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში. ს.გ.VII.11. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
ს.გ.VII.12. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.
ს.გ.VII.13. მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.
ს.გ.VII.14. მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.



წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება

ს.გ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
იყენებს სხვადასხვა ხერხს (შუქ-ჩრდილი, კონტრასტი, კომპოზიციური განაწილება, მონასმი, ფაქტურა, კოლორიტი) ასოციაციების და ემოციების გადმოსაცემად;
პეიზაჟის, ქუჩის (ლანდშაფტის) გამოსახვისას იყენებს ჰორიზონტის ხაზს;
ნამუშევრის შექმნისას იყენებს კომპოზიციური განაწილების ძირითად ხერხებს მაგ., ხედვის წერტილს, წონასწორობას, სიმეტრიას, ასიმეტრიას, სტატიკას, დინამიკას;
გამოსახავს მრავალფიგურიან კომპოზიციებს;
სხვადასხვაგვარი (წრიული, ვერტიკალური, ჰორიზონტალური, დიაგონალური) მონასმებით ქმნის დიდი ზომის ნამუშევრებს;
გამოსახავს ადამიანის ფიგურას ძირითადი პროპორციების გათვალისწინებით;
სხვადასხვა მხატვრული ხერხით გადმოსცემს დინამიკას, სტატიკას ნამუშევარში (ფიგურების მოძრაობა, ქარი);
აქცევს შეცდომას ნამუშევრის ელემენტად;
ხატავს სივრცეს პერსპექტივის ძირითადი კანონების გამოყენებით.

ს.გ.VII.2. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ირჩევს ტრადიციული ხელსაქმის რომელიმე სახეობას და ქმნის ნიმუშებს (ფარდაგი, თექა, გობელენი, ქარგვა, ქსოვა, კერვა, ხეზე ჭრა, მეთუნეობა და სხვ.);
ქმნის კომპოზიციებს სხვადასხვა მოძიებული მასალით;
ასრულებს გრაფიკულ ნამუშევრებს სხვადასხვა მანერით (ხაზი, შტრიხი, მონასმი, სხვადასხვა ზომის და ფორმის ფუნჯები, კალამი და მცენარის ღეროები);
ირჩევს შესაბამის გამომსახველობით ხერხებს, მასალას, ტექნიკას და თემატიკას განწყობილების გადმოსაცემად.

ს.გ.VII.3. მოსწავლე აფართოებს გარემოში ობიექტებს შორის არსებული კავშირების ასახვის გზებს ნამუშევარში და შეუძლია გადმოსცეს დეტალები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ხატავს შესაბამის გარემოში ადამიანებს, ფრინველებს, ცხოველებს და მცენარეებს ნატურიდან და მეხსიერებით მეტი დეტალის გამოყენე­ბით;
ხატავს ყოფით სცენებს;
ხატავს ნატურიდან და მეხსიერებით ოთახის ინტერიერს (საკუთარი ოთახის, საკლასო ოთახის და სხვა).

ს.გ.VII.4. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია მათი ასახვა ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ირჩევს თემებს იდეების და განწყობილებების გამოსახატავად;
ხატავს გრძნობებით აღძრულ ასოციაციებს და შთაბეჭდილებებს;
იყენებს სხვა საგნებში მიღებულ ცოდნას ნამუშევრის სიუჟეტისთვის;
მარტივად გამოსახავს მიმიკას, ჟესტიკულაციას და დეტალებს (კოსტიუმი, აქსესუარები) პორტრეტში ხასიათის გადმოსაცემად;
იყენებს სხვადასხვა კულტურისა და პერიოდის მხატვრების ნამუშევრებს, როგორც წყაროს საკუთარი ნამუშევრის შესაქმნელად;
გადმოსცემს ნამუშევარში გარკვეულ, იდეას სიმბოლოების საშუალებით (მაგალითად ქმნის კლასის, სკოლის, გუნდის ემბლემას).

ს.გ.VII.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
განიხილავს სამუშაო გეგმის რამდენიმე ვარიანტს და შეარჩევს ერთ-ერთს;
გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას და სამუშაო გრაფიკს, ანაწილებს ფუნქციებს, აკონტროლებს სამუშაოს მიმდინარეობას, პრობლემის შემთხვევაში ცვლის სტრატეგიას;
ქმნის ნაკეთობების დიზაინის ესკიზებს (სამოსი, ტრანსპორტი, სპორტული ინვენტარი და სხვ.);
აკეთებს საკლასო ოთახის ინტერიერის ესკიზს;
დეკორატიულად აფორმებს სკოლის ეზოს, კუთხეს;
ხატავს და ამზადებს თეატრალური კოსტიუმის და დეკორაციის დეტალებს (ქუდი, ნიღაბი, ფარდა, თაიგული);
აფორმებს სხვადასხვა საკლასო თუ სასკოლო ღონისძიებას, ქმნის მისალოც და მოსაწვევ ბარათებს, ჩარჩოებს, თასებს, კედლის გაზეთს, აფიშას ზეიმისათვის;
აღადგენს დაზიანებულ ნივთებს და სასკოლო ინვენტარს (მერხი, რუკა);
კინძავს და აახლებს სასკოლო ან საკლასო ბიბლიოთეკის წიგნებს.

ს.გ.VII.6. მოსწავლეს შეუძლია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ანაწილებს ფუნქციებს შესასრულებელი ამოცანის მიზნიდან გამომდინარე;
განსაზღვრავს სამუშაოს შესრულების სავარაუდო ვადას და იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას;
მონაწილეობს ერთობლივი შემოქმედებითი და საორგანიზაციო გადაწყვე­ტი­ლე­ბის მიღებაში.

მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

ს.გ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვას და დაასაბუთოს საკუთარი აზრი ხელოვნების ნაწარმოების შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
წარადგენს ნამუშევარს ფართო აუდიტორიის წინაშე (მაგ., სასკოლო გამოფენაზე);
საუბრობს მსგავსებებზე და განსხვავებებზე საკუთარ და სხვების ნამუშევრებში;
კორექტულია სხვის ნამუშევარზე საუბრისას;
ჯგუფური ნამუშევრების წარდგენისას საუბრობს იმ მიზნებზე და ამოცანებზე, რომლებიც ჯგუფს ჰქონდა დასახული (რამდენად მიაღწია ჯგუფმა დასახულ მიზანს (რა იყო წარმატებული და რას გაითვალისწინებს ჯგუფი სამომავლოდ);
საუბრობს ნამუშევრის შექმნის მოტივებზე;
მსჯელობს ნამუშევარზე მასში გამოყენებული მხატვრული ხერხების მიხედვით;
საკუთარი ნამუშევრის წარდგენისას საუბრობს ჩანაფიქრზე, ემოციებზე, რომელთა ასახვაც სურდა და რამდენად მიაღწია დასახულ მიზანს (რა იყო წარმატებული და რას გაითვალისწინებს სამომავლოდ).

ს.გ.VII.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
საუბრობს ხელოვნების ნაწარმოებით აღძრულ პირველ შთაბეჭ­დი­ლე­ბაზე და განმარტავს, რამ გამოიწვია ეს ემოცია (სიუჟეტმა, კომპოზიციამ, ფერმა, ფიგურათა გამომსახველობამ და სხვ.);
აფასებს ხელოვანის ნაწარმოებს (საკუთარ ცოდნაზე და შთაბეჭდი­ლებაზე დაყრდნობით);
მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურის შესახებ მისი ხელოვნების ნიმუშების გაცნობით.

ს.გ.VII.9. მოსწავლე კრიტიკის დროს პატივისცემით ეკიდება სხვის ნამუშევარს და აზრს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
კორექტულია სხვის შეცდომებზე საუბრისას;
ტოლერანტულია განსხვავებული იდეების, სტილის, მიდგომების მიმართ;
კამათის დროს სხვასაც აცდის საუბარს.

ს.გ.VII.10. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
განსაზღვრავს სხვადასხვა ღონისძიების თემასა და მიზანს;
აწყობს გამოფენას და მონაწილეობს მასში;
მონაწილეობს სპექტაკლის დადგმაში;
ხვდება ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეებს;
აწყობს და მონაწილეობს სხვადასხვა სახის აქციებში (მაგ., თამბაქოს მოწევის საწინააღმდეგო აქცია).


მიმართულება: ხელოვნების აღქმა კონტექსტში
ს.გ.VII.11. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ამოიცნობს სხვადასხვა ეპოქის და კულტურის ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს;
არჩევს ერთმანეთისგან რეალისტურ და პირობით გამოსახულებებს;
ამოიცნობს ამა თუ იმ კულტურის ხელოვნების ნიმუშების ზოგიერთ დამახასიათებელ ნიშანს;
ასახელებს სხვადასხვა კულტურის ერთი დანიშნულების არქიტექ­ტუ­რის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს.
ს.გ.VII.12. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია ისტორიულმა და კულტურულმა კონტექსტმა ნამუშევრის შინაარსზე;
ამოიცნობს ხელოვნების ნიმუშს, როგორც ამა თუ იმ კულტურის კუთვნილებას ვიზუალური ელემენტების მიხედვით;
ამოიცნობს ისტორიულ მოვლენას, რომელიც შემოქმედის შთაგონების წყაროდ იქცა.
ს.გ.VII.13. მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მსჯელობს მატერიალური კულტურის ძეგლებზე, რომლებიც უნახავს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას;
ადარებს ერთმანეთს საეკლესიო არქიტექტურის ცნობილ ძეგლებს;
განიხილავს რამდენიმე ცნობილი ქართველი შემოქმედის (მხატვრის, მოქანდაკის, არქიტექტორის ) ნამუშევრებს.

ს.გ.VII.14. მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
საუბრობს ხელოვნების იმ დარგებზე, რომლებიც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია;
საუბრობს მუზეუმების და გალერეების როლზე ქალაქისა და ქვეყნის ცხოვრებაში;
მსჯელობს ხელოვნების ცალკეული ნიმუშის (ქანდაკება, პლაკატი, აფიშა, რეკლამა) დანიშნულებაზე საზოგადოებრივ ადგილებში.


პროგრამის შინაარსი

სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები:

ხაზი (წვრილი, სქელი, ტეხილი, წყვეტილი, ტალღოვანი), კონტური, ფერი (ძირითადი, შედგენილი, ცივი, თბილი, ინტენსიური, ნახევარტონი, კონტრასტული) ფორმა (ორგანზომილებიანი (სიბრტყეზე), სიმეტრიული, ასიმეტრიული); შუქ-ჩრდილი, ფაქტურა, მოცულობა; მთლიანობა, პროპორციები; სივრცე (ჰორიზონტის ხაზი, პერსპექტივა, თავშეყრის წერტილი); ხედვის წერტილი; სიმეტრია, რიტმი, წონასწორობა, კონტრასტი, დინამიკა, განწყობილების გადმოცემა ხაზის, ფერის, სხვადასხვაგვარი მონასმის საშუალებით.
რეკომენდებული ვიზუალური მასალა:
კლოდ მონეს (“თივის ზვინი, დილის თოვლის ეფექტი”) ჟორჟ დე ლა ტური და სხვ. (კონტრასტი, შუქ-ჩრდილი); პოლ გოგენი, ენდი უორჰოლი, მორის ეშერი (”ცა და წყალი’’ შავ-თეთრი კონტრასტი) და სხვ.; რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი (მაგ., “ღამის გუშაგი”), ტიციან ვეჩელიო (მაგ., “მადონა ალუბლებით”), პიტერ ბრეიგელ უფროსი (მაგ., “მონადირეები თოვლზე”), დიეგო ველასკესი, ედუარდ მანე (მაგ., “ბარი “ფოლი-ბერჟერში”), ვასილი კანდინსკი, პიტ მონდრიანი და სხვ. (კომპოზიციური განაწილება); ვინსენტ ვან გოგი, ჯეკსონ პოლოკი, ჯიბსონ ხუნდაძე, ედმონდ კალანდაძე, (მონასმი და ფაქტურა); პაოლო ვერონეზე (მაგ. “მარდოხეის ტრიუმფი”), პიტერ პაულ რუბენსი (მაგ. “მინდვრიდან დაბრუნება”), კლოდ ლორენის და ჯონ კონსტებლის პეიზაჟები, ენდრიუ ვაიეტი (მაგ.“კრისტინას სამყარო”) და სხვ. (ჰორიზონტის ხაზი, ხედვის წერტილი, კომპოზიციური განაწილება) რომელიმე ქართული ტაძრის კონქის მოხატულობა (მაგ. საფარა, გელათი), ანდრეი რუბლიოვის “სამება” (სიმეტრია); პერუჯინო, ლეონარდო და ვინჩი (თავშეყრის წერტილი); დელფოსის მეეტლე, მირონის ბადროს მტყორცნელი (სტატიკა); სკოპასის მენადა, ფუტურისტები - ჯაკომო ბალა, უმბერტო ბოჩონი, ჯინო სევერინი, კარლო კარა; მარსელ დიუშანი (მაგ. “კიბეზე ჩამომავალი ნიუ”), ნატალია გონჩაროვა (მაგ. “ველოსიპედისტი”) და სხვ. (რიტმი, დინამიკა); ნიკოლა პუსენი (მაგ. „გერმანიკის სიკვდილი“), ჟაკ-ლუი დავიდი (მაგ. “ჰორაციუსების ფიცი”), კარლ ბრიულოვი (მაგ. „პომპეის დაღუპვა“) და სხვ. (ისტორიული ჟანრი).
მასალა და იარაღი:

ტუში, ფანქარი, პასტელი, გუაში, აკვარელი, ტემპერა, ნახშირი, ქაღალდი, მუყაო, თიხა, ქსოვილი, ძაფი, თოკი, მავთული, ლითონი, ბუნებრივი და ხელოვნური მასალა; ექსპერიმენტი სხვადასხვა მასალით; საქსოვი, სამკერვალო, სამეთუნეო, სადურგლო იარაღი.
ტექნიკა, პროცედურა, პროცესი, ტექნოლოგიები:

ფერწერის, გრაფიკის სხვადასხვა ტექნიკა, ანაბეჭდი, ძერწვა, აპლიკაცია, ქაღალდის პლასტიკა, კოლაჟი, მოდელირება, კონსტრუქცია, კომპიუტერული ტექნოლოგიები; ამოკაწვრა, ღუნვა, გრეხვა, დაწვნა, ქარგვა, ქსოვა, კერვა, ხეზე კვეთა.
იდეების გამოხატვა:

საგნებსა და მათ ფუნქციებს შორის კავშირების, ასოციაციების გადმოცემა, დეტალების ამოცნობა და ასახვა; იდეების წყაროები: ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, ბუნების მოვლენები, ცხოვრებაში ნანახი სცენები, წარმოსახვა, მხატვრული ლიტერატურა, ფილმი, კონცერტი, წარმოდგენა, საინფორმაციო საშუალებები.
სავარაუდო თემები:
“საყვარელი ლიტერატურული/ისტორიული გმირი”, “მითოლოგიური მოტივები”, “ლეგენდების სამყარო”, „მხატვარი და მუზა“, „მშენებლობა“, თავისუფალი თემები და სხვ.
შრომითი საქმიანობა:

დეკორატიული და გამოყენებითი საგნების, თეატრალური რეკვიზიტის (კოსტიუმისა და დეკორაციის დეტალები); ინტერიერის ესკიზების, მისალოცი და მოსაწვევი ბარათების, ზეიმების და თეატრალური წარმოდგენების აფიშის შექმნა, წიგნების აკინძვა, ინვენტარის შეკეთება; მუშაობა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან, გუნდურად.
კომუნიკაცია:

ნამუშევრის წარდგენა ფართო აუდიტორიის წინაშე (მსჯელობა ჩანაფიქრზე, ემოციაზე, მიზნებზე, ამოცანებზე), შთაბეჭდილებების, დაკვირვების, გამოცდილების გაზიარება, შეფასება და მისი დასაბუთება, სათანადო ტერმინების გამოყენება;
საუბარი კონკრეტული კულტურის მახასიათებლებზე, ნამუშევრიდან მიღებულ ინფორმაციაზე;
საკლასო და სასკოლო გამოფენა, სპექტაკლი, აქცია, შეხვედრები ხელოვნების მოღვაწეებთან, ექსკურსიები მუზეუმში, გალერეებში, ხელოვანის სახელოსნოში, ქალაქგარეთ.
ხელოვნების აღქმა კონტექსტში:

სახვითი ხელოვნების ცნობილი ნამუშევრების (ან მათი რეპროდუქციების) დათვალიერება, ამოცნობა და დაკავშირება ეპოქასთან და კულტურასთან; ისტორიულ-რელიგიურ-კულტურული კონტექსტის გავლენა მხატვრულ გადაწყვეტაზე; ინფორმაციის შეგროვება ხელოვნების ადგილობრივ მოღვაწეებზე და მათი შემოქმედების ანალიზი; კულტურასთან დაკავშირებული დაწესებულებები (მუზეუმი, გალერეა, საკონცერტო დარბაზი, კინოთეატრი);
გამოყენებითი ხელოვნება:
აზიური (მაგ., სპარსული, არაბული, ინდური, ჩინური, იაპონური) და ევროპული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები (ტანისამოსი, საიუველირო ნაწარმი, ყოფითი დანიშნულების საგნები, ინტერიერის ტრადიციული დიზაინი და სხვა).




















VIII კლასი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით

შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია ხელოვნების აღქმა კონტექსტში
ს.გ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას.

ს.გ.VIII.2. მოსწავლე იჩენს ინიციატივას და ავითარებს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის და პროცედურის გამოყენების უნარს ნამუშევრის შექმნისას.

ს.გ.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია ასახოს ნამუშევარში გარემოზე დაკვირვების შედეგები, განავითაროს გამომსახველობითი ხერხები.

ს.გ.VIII.4. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და აფართოებს მათი ასახვის გზებს ნამუშევარში.

ს.გ.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
ს.გ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას. ს.გ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.
ს.გ.VIII.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის კომუნიკაციის და კულტურის თვითგამოხატვის საშუალება.
ს.გ.VIII.9. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში. ს.გ.VIII.10. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
ს.გ.VIII.11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა კონტექსტში განიხილოს ხელოვნების ნიმუში.
ს.გ.VIII.12. მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.
ს.გ.VIII.13. მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.


წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება

ს.გ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
იყენებს ფერის გრადაციას, სხვადასხვა ტონალობას ნამუშევარში მოცულობის, სივრცის გადმოსაცემად;
ქმნის დეკორატიულ ნამუშევარს გრაფიკული ხერხებით (მაგ. კონტურით, ხაზით, შტრიხით);
ქმნის სტილიზებულ მხატვრულ სახეებს;
მიზანმიმართულად იყენებს კონტრასტულ და მონათესავე ფერებს;
იყენებს ეფექტებს ასოციაციებისა და გრძნობების გადმოსაცემად.

ს.გ.VIII.2. მოსწავლე იჩენს ინიციატივას და ავითარებს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის და პროცედურის გამოყენების უნარს ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
შერეული ტექნიკით ქმნის გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებს;
ამზადებს დეკორატიულ-გამოყენებით საგნებს თიხის, ხის, ლითონის და სხვა მასალის თვისებების გათვალისწინებით;
ირჩევს თემატიკას, ტექნიკას, შესაბამის გამომსახველობით ხერხებს და მასალას განწყობილების გადმოსაცემად;
კომპიუტერის გამოყენებით ქმნის გამოსახულებებს, ეფექტებს, სხვადასხვა საგნის დიზაინს, წიგნის მაკეტს.

ს.გ.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია ასახოს ნამუშევარში გარემოზე დაკვირვების შედეგები, განავითაროს გამომსახველობითი ხერხები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
აკვირდება და ასახავს ნამუშევარში, თუ როგორ იცვლება საგნის გამოსახულება დამკვირვებლისგან დაშორების მიხედვით;
გამოსახავს სახასიათო დეტალებს პეიზაჟის, პორტრეტის და ნატურმორტის ხატვის დროს;
იყენებს სხვადასხვა გამომსახველობით ხერხს (შუქ-ჩრდილი, ფერი, კომპოზიციური განაწილება, სხვადასხვაგვარი მონასმი) ნამუშევარში ბუნების მოვლენების გადმოსაცემად;
ხატავს ნატურიდან და მეხსიერებით.

ს.გ.VIII.4. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და აფართოებს მათი ასახვის გზებს ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
გადმოსცემს გრძნობებითა და ემოციებით გამოწვეულ ასოციაციებს, შთაბეჭდილებებს და იდეებს ნამუშევარში;
იყენებს სხვა საგნებში განვლილ მასალას ნამუშევრების სიუჟეტისათვის;
იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციასა და დეტალებს (კოსტიუმი, აქსესუარები) პორტრეტში ხასიათის გადმოსაცემად.
იყენებს სხვადასხვა კულტურისა და პერიოდის შემოქმედთა ნამუშევრებს, როგორც წყაროს საკუთარი ნამუშევრის შესაქმნელად.

ს.გ.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას;
განსაზღვრავს იმ მოქმედებებს, რომლებიც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად;
ქმნის წარმოსახვითი სახელმწიფოს გერბს, დროშას, ასევე, სკოლის, კლასის ლოგოს;
ქმნის გარემოს დიზაინის ესკიზებს (ინტერიერი, ექსტერიერი, სკოლის ეზო, პარკი და სხვ.);
აღადგენს სასკოლო ბიბლიოთეკის წიგნებს;
ხატავს და ამზადებს სასკოლო წარმოდგენის კოსტიუმებისა და დეკორაციის დეტალებს;
კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ქმნის ზეიმებისა და თეატრალური წარმოდგენების აფიშებს, მოსაწვევ და მისალოც ბარათებს;
რგავს და უვლის მცენარეებს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე;
ქმნის ლანდშაფტის (პარკი,სკვერი და სხვ.) დიზაინის მარტივ ესკიზს.

ს.გ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მოიძიებს და აზუსტებს ინფორმაციას მომავალი პროექტის დასაგეგმად;
ანაწილებს გუნდში სამუშაოს/ფუნქციებს/მოვალეობებს;
ითვალისწინებს და იყენებს გუნდელის/ების შესაძლებლობებს (პოტენციალს);
ეხმარება კლასელებს შემოქმედებითი და საორგანიზაციო სიძნელეების გადალახვაში;
ეხმარება სხვებს კონკრეტული ამოცანის შესრულებაში და საჭიროების შემთხვევაში მათგან ითხოვს დახმარებას.

მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

ს.გ. VIII.7. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მსჯელობს ნახატში გამოსახული ობიექტების კომპოზიციურ განაწილებაზე;
აფასებს ნამუშევარს მასში გამოყენებული მხატვრული ხერხების მიხედვით;
მსჯელობს ხელოვნების ნიმუშის ჟანრზე, თემაზე, მასალაზე, ტექნიკაზე;
მსჯელობს ხელოვნების ნიმუშის კოლორიტზე;
ამოიცნობს ხელოვნების ნიმუშის ეპოქალურ ნიშნებს;
ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშს, საუბრობს რომელი უფრო მოსწონს და ასაბუთებს, რატომ აძლევს მას უპირატესობას.



ს.გ.VIII.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის კომუნიკაციის და კულტურის თვითგამოხატვის საშუალება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა კულტურის ხელოვნების ნიმუშებს: თემატიკის, სტილის, კომპოზიციური წყობის, კოლორი­ტის მიხედვით;
ასახელებს კონკრეტული კულტურის რამდენიმე მახასიათებელს, რომლებიც ასახულია ნამუშევარში (სამოსი, არქიტექტურა, ჭურჭელი, ავეჯი და სხვ.);
მოიძიებს მასალას რომელიმე მისთვის საინტერესო ქვეყნის კულტურის ძეგლებზე და წარუდგენს თანაკლასელებს მოხსენების და თვალსაჩინო მასალის სახით;
მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ ერის შესახებ მისი ხელოვნების ნიმუშების გაცნობით.

ს.გ.VIII.9. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
განსაზღვრავს სხვადასხვა ღონისძიების თემას და მიზანს;
აწყობს გამოფენას (თავად შეარჩევს ნამუშევრებს, აწყობს ექსპოზიციას);
მონაწილეობს სპექტაკლის დაგეგმვაში;
აწყობს და მონაწილეობს სხვადასხვა სახის აქციაში (მაგ. გარემოს დაცვა);
აწყობს შეხვედრებს ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეებთან.

მიმართულება: ხელოვნების აღქმა კონტექსტში

ს.გ.VIII.10. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშებს და მსჯელობს მათ საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე;
· ადარებს ერთმანეთს რეალისტურ და პირობით გამოსახულებებს;
· მსჯელობს, თუ როგორ იცვლებოდა სახვითი ხელოვნება (თემატიკა, სტილი, ტექნოლოგია, პროცედურა) დროსთან ერთად;
· ადარებს ერთმანეთს ერთი კულტურის ცნობილ ძეგლებს.

ს.გ.VIII.11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა კონტექსტში განიხილოს ხელოვნების ნიმუში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მოსწავლე მიაკუთვნებს ხელოვნების ნიმუშს კონკრეტულ ეპოქასა თუ კულტურას და ასაბუთებს თავის მოსაზრებას;
· მოსწავლე ხელოვნების ნიმუშს განიხილავს ისტორიული, რელიგიური, ეკონომიკური, თუ პოლიტიკური კუთხით;
· მოსწავლე მსჯელობს, თუ როგორ აისახა სხვადასხვა კონტექსტი (ისტორიული, რელიგიური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური) ხელოვნების ნიმუშის მხატვრულ მხარეზე.
ს.გ.VIII.12. მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
აგროვებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო ისტორიული პერიოდის ქართული ხელოვნების ძეგლებზე და აცნობს თანა­კლასელებს მოხსენების და თვალსაჩინო მასალის სახით;
მსჯელობს ქართული კედლის მხატვრობის რამდენიმე ცნობილ ნიმუშზე;
აგროვებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო ხელოვნების დარგის (მინანქარი, ოქრომჭედლობა, ჭედურობა, ხატწერა და სხვ.) რამდენიმე ნიმუშის შესახებ და აცნობს თანაკლასელებს მოხსენების და თვალსაჩინო მასალის სახით;
ამოიცნობს რამდენიმე ქართველი მხატვრის ნამუშევარს და ადარებს ერთმანეთს შესრულების მანერის მიხედვით.
ს.გ.VIII.13. მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მოიძიებს ინფორმაციას რამდენიმე ცნობილ კულტურულ ძეგლზე და მსჯელობს მათი გავლენის შესახებ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე (მაგ. ეიფელის კოშკი, ნუი-იორკის სავაჭრო ცენტრი, თავისუფლების ქანდაკება და ა.შ.);
მოიძიებს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნის ლანდშაფტური დიზაინის ცნობილ ნიმუშებზე და აცნობს თანაკლასელებს;
მოიძიებს მასალას რომელიმე ცნობილი შემოქმედის ცხოვრებასთან ან მის კონკრეტულ ნაწარმოებებთან დაკავშირებით და მსჯელობს, რა გავლენა იქონია საზოგადოების ცხოვრებაზე.


პროგრამის შინაარსი

სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები:

სხვადასხვა ტიპის ხაზი, მონასმი; ფერი, ფორმა; შუქ-ჩრდილი, ფაქტურა, მოცულობა; მთლიანობა, პროპორციები; სივრცე; პერსპექტივა; უკუპერსპექტივა, სიმეტრია, რიტმი, წონასწორობა, კონტრასტი, დინამიკა (განწყობილების, ასოციაციების, ემოციების გადმოცემა სხვადასხვაგვარი ეფექტების საშუალებით).
რეკომენდებული ვიზუალური მასალა:
მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯო (მაგ., “ვახშამი ემაუსში” და სხვ.), ანტონიო ალეგრი კორეჯო (მაგ., “შობა”), პიტერ ბრეიგელი უფროსი (მაგ., “გლეხური ქორწილი” და სხვ.), იან ვერმეერი (“სასიყვარულო ბარათი”, “მოსამსახურე რძის დოქით”, “ოფიცერი და მომღიმარი ქალიშვილი”, “ფერწერის ხელოვნება”, “გეოგრაფი”, “ასტრონომი”, “ქალიშვილი წერილით” და სხვ.), რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი (მაგ., “ღამის გუშაგი”, “უძღები ვაჟის დაბრუნება” და სხვ.), ფრანსისკო გოია (მაგ., “მეფე კარლოს IV-ის ოჯახი” და სხვ.), ჟორჟ სერა (მაგ., “ბანაობა ანიერში”, “კვირა შუადღე კუნძულ გრანდ-ჟატზე” და სხვ.) (კომპოზიციური განაწილება, შუქ-ჩრდილი, კოლორიტი); ვან ეიკი (“კანცლერ როლენის მადონა” (კომპოზიციური განაწილება); ოგიუსტ დომინიკ ენგრი (ცივი კოლორიტი); პაბლო პიკასოს “მოტირალი ქალი”, იერონიმუს ბოსხი (მაგ., “ილუზიონისტი”), პიტერ ბრეიგელი უფროსი (მაგ., “ბრმები” და სხვ.), დიეგო ველასკესისა და პაბლო პიკასოს “მენინები”; ამადეო მოდილიანის, კის ვან დონგენის და მარი ლორანსენის პორტრეტები, (სტილიზებული მხატვრული სახეები); უილიამ ტერნერი (კოლორიტი, ტონალობა სივრცის გადმოსაცემად); ტიციან ვეჩელიო (მაგ., “პაპი პავლე III ალესანდრო და ოტავიო ფარნეზესთან ერთად”), პიტერ პაულ რუბენსი (მაგ., “ელენა ფოურმანი შვილებით” და სხვ.) (კოლორიტი); ანრი ტულუზ ლოტრეკის, არისტიდ ბრუიანისა და ჟანა ავრილის აფიშები კაბარესთვის (კონტრასტი); ალბრეხტ დიურერი (მაგ., ჩანახატი “ჩემი აგნესა” და სხვ.), რაულ დიუფი (მაგ., ჩანახატი “ნავები”) (ხაზი); პიტ მონდრიანი ’’ხრიზანტემა’’ (გრაფიკა); ალფრედ სისლეი (მაგ., “ბატების მწყემსი”) (წრიული მონასმები); ვასილი კანდინსკი (დეკორატიული, რიტმული კომპოზიცია); ჯოვანი ანტონიო კანალეტოს პეიზაჟები, ალფრედ სისლეი (მაგ., “ხიდი არჟანტეიში”, “გზა ლუვესიენში”), ჯორჯო დე კირიკო (“მელანქოლია და ქუჩის საიდუმლო” (პერსპექტივა); მარკ შაგალი (მაგ., “მევიოლინე”, “დაბადების დღე” და სხვ.) (ასოციაციების გადმოცემა, სიმბოლოები); ილია რეპინი (მაგ., “ზაპოროჟიელები წერილს წერენ თურქეთის სულთანს”, “არ ელოდნენ” და სხვ.), ოგიუსტ რენუარის ‘’მინდორში” და სხვა) (ემოციების გადმოცემა).
არქიტექტურა და ქანდაკება: რომანული, გუთური, რენესანსული (რეიმსის, შარტრის, კელნის კათედრალები; სანტა-მარია დელ ფიორეს ტაძარი ფლორენციაში; წმ. პეტრეს ტაძარი რომში. დონატელოს, მიქელანჯელო ბუონაროტისა და ჯან ლორენცო ბერნინის ქანდაკებები; გიბერტის კარიბჭე, როდენი (მაგ. “ჯოჯოხეთის კარიბჭე”, “კალეს მოქალაქეები” და სხვ.); კონსტანტინ ბრანკუზი; არისტიდ მაიოლი, ერნსტ ბარლახი, ალბერტო ჯაკომეტი, პაბლო პიკასო და სხვ.
ლანდშაფტის დიზაინის ისტორიიდან (ჩინური, ფრანგული, ინგლისური პარკები და სხვა).
მასალა და იარაღი:

ტუში, მელანი, ფანქარი, პასტელი, გუაში, აკვარელი, ტემპერა, ნახშირი, მუყაო, თიხა, ხე, ქსოვილი, ლითონი, მავთული, ბუნებრივი და ხელოვნური მასალა; ექსპერიმენტი სხვადასხვა მასალით.
ტექნიკა და პროცედურა:

ფერწერის, გრაფიკის სხვადასხვა ტექნიკა, ანაბეჭდი, ძერწვა, ქაღალდის პლასტიკა, კოლაჟი, კონსტრუქცია, კომპიუტერული ტექნოლოგიები.
იდეების გამოხატვა:

საგნებსა და მათ ფუნქციებს შორის კავშირების, ასოციაციების გადმოცემა, მრავალი დეტალის ამოცნობა და ასახვა; იდეების წყაროები: სხვადასხვა კულტურის, პერიოდის ხელოვნების ნიმუშები, ცნობილი მხატვრების ნამუშევრები (ალბრეხტ დიურერი, ეჟენ დელაკრუა, ონორე დომიე, ოგიუსტ როდენი, ტულუზ ლოტრეკი, პაბლო პიკასო და სხვ.);
ბუნების მოვლენები, ცხოვრებაში ნანახი სცენები, წარმოსახვა, ისტორიული ფაქტები, მხატვრული ლიტერატურა, ფილმი, წარმოდგენა (თეატრალური, საბალეტო, საოპერო დადგმა, კონცერტი და სხვ.), საინფორმაციო საშუალებები.
სავარაუდო თემები:

რელიგიური დღესასწაულები, "სიყვარული", “გმირობა”, “საყვარელი მითოლო­გი­უ­რი/­ისტორიული/ლიტერატურული პერსონაჟი”, თავისუფალი თემები; თემები საკუთარი ფანტაზიის მიხედვით და სხვ.
შრომითი საქმიანობა:

დეკორატიული და გამოყენებითი საგნები, წიგნების აკინძვა, მაკეტის შექმნა, თეატრალური რეკვიზიტი (კოსტიუმისა და დეკორაციის დეტალები); ინტერიე­რის ესკიზები, ინვენტარის შეკეთება, სკოლის ეზოს დეკორატიული გაფორმება, მცენარეების დარგვა-მოვლა.
მუშაობის სტრატეგია:

მუშაობა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან, გუნდურად.
კომუნიკაცია:

ნამუშევრის წარდგენა ფართო აუდიტორიის წინაშე, (მსჯელობა ჩანაფიქრზე, ემოციაზე, მიზნებზე, ამოცანებზე), შთაბეჭდილებების, დაკვირვების, გამოცდილების გაზიარება, შეფასება და მისი დასაბუთება, სათანადო ტერმინების გამოყენება;
საუბარი ნამუშევრის შექმნის მოტივებზე, ჯგუფის მიერ დასახულ მიზნებზე; ნამუშევრის შეფასება მხატვრული ხერხების მიხედვით; საუბარი სხვადასხვა კულტურის დამახასიათებელ ნიშნებზე, ნამუშევრიდან მიღებულ ინფორმაციაზე;
გამოფენა, სპექტაკლი, აქცია, შეხვედრები ხელოვნების მოღვაწეებთან, ექსკურსიები.
ხელოვნების აღქმა კონტექსტში:

სახვითი ხელოვნების ცნობილი ნამუშევრების დათვალიერება, ამოცნობა და დაკავშირება ეპოქასთან და კულტურასთან; პირობითი და რეალისტური ნამუშევრების შედარება; ხელოვნების ნიმუშის კვლევა რელიგიურ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტში;
ინფორმაცია ხელოვნების ქართველ მოღვაწეებზე და მათ შემოქმედებაზე; ქართული ხელოვნების დარგები: კედლის მხატვრობა, არქიტექტურა, მინანქარი, ოქრომჭედლობა, ჭედურობა;
ინფორმაცია ქართული და მსოფლიო არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენების მნიშვნელობაზე.















IX კლასი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები

შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია ხელოვნების აღქმა კონტექსტში

ს.გ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს ხელოვნების ელემენტები, პრინციპები, სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.

ს.გ.IX.2. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია შემოქმედებითად ასახოს ნამუშევარში.
ს.გ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.

ს.გ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს. ს.გ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრები.
ს.გ.IX.6. მოსწავლე იკვლევს და განმარტავს კონტექსტის გავლენას კონკრეტულ ნაწარმოებსა და ხელოვანის შემოქმედებაზე.
ს.გ.IX.7. მოსწავლე იკვლევს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს და შეუძლია იმსჯელოს მათ შესახებ.
ს.გ.IX.8. მოსწავლე იკვლევს ხელოვნების როლს საზოგადოების ცხოვრებაში.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება

ს.გ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს ხელოვნების ელემენტები, პრინციპები, სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· კოლორიტის საშუალებით გადმოსცემს განწყობილებას;
· იყენებს კონტრასტულ ფერებს ფერის ჟღერადობის გასაძლიერებ­ლად და ემოციების გადმოსაცემად;
· იყენებს მონასმებს, კონტრასტებს, აქცენტებს, დეტალებს, ფაქტურას, შერეულ მასალას ნამუშევარში განწყობილების და იდეების გადმოსაცემად;
· ფერწერული ნამუშევრის შექმნისას იყენებს ტრადიციულ და არატრადიციულ იარაღებს და ტექნიკას;
· ატარებს ექსპერიმენტს შერჩეულ სფეროში (მხატვრობა, დიზაინი, ფოტოგრაფია და ა. შ.) მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე (ტექნოლოგია, თეორიები, გამომსახველობითი ხერხები, მასალა).

ს.გ.IX.2. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია შემოქმედებითად ასახოს ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
იყენებს სხვადასხვა კულტურის და პერიოდის შემოქმედთა ნაწარმოებებს საკუთარი ჩანაფიქრის გასახორციელებლად;
ირჩევს თემას საკუთარი ემოციებისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე და ასახავს ნამუშევარში;
შემოქმედებითად ასახავს გარემოზე დაკვირვების შედეგად აღძრულ შთაბეჭდილებებს, იდეებსა და გრძნობებს.

ს.გ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
გეგმავს სამუშაოს შესრულების ოპტიმალურ დროს, შემსრულე­ბელთა რაოდენობას და, ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმ­დევ­რობას/ ფუნქციებს/მოვალეობებს;
გეგმავს, რა მატერიალური რესურსები დასჭირდება შესასრულებელ სამუშაოს და როგორ მოიძიებს ამ რესურსებს;
ქმნის ნაკეთობების (სამოსი, ტრანსპორტი, ინვენტარი და სხვ.) და გარემოს (ინტერიერი, ექსტერიერი, ეზო, პარკი და სხვ.) დიზაინის ესკიზებს კონკრეტულ სტილში (მაგ. ეთნო, კლასიკა, რეტრო, მოდერნი, მინიმალიზმი, თავისუფალი და სხვ.);
შეაკეთებს დაზიანებულ სასკოლო ინვენტარს;
კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ქმნის მოსაწვევი და მისალოცი ბარათების ესკიზებს, ასევე ზეიმების და თეატრალური წარმოდგენების აფიშებს;
ზეიმებისა და თეატრალური წარმოდგენებისათვის ხატავს და ასრულებს მასალაში დეკორაციებისა და კოსტუმების ესკიზებს;
კონსტრუქტორის სქემების და დეტალების გამოყენებით აგებს მარტივ ელექტროსათამაშოს.

მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

ს.გ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს ნამუშევარს;
მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა ეფექტს აღწევს მხატვარი ფერის საშუალებით (მაგ. იწვევს გარკვეულ ემოციას, ქმნის განწყობილებას, გამოკვეთს მთავარს, აძლიერებს ჟღერადობას);
მსჯელობს, რა ეფექტს აღწევს მხატვარი შუქ-ჩრდილის გამოყენებით;
გამოთქვამს მოსაზრებას ხელოვნების ნიმუშის მხატვრული ღირებულების შესახებ და ცდილობს დაასაბუთოს საკუთარი აზრი.


მიმართულება: ხელოვნების ნაწარმოების აღქმა კონტექსტში
ს.გ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ხელოვ­ნე­ბას რამდენიმე მახასიათებლის მიხედვით (სტილი, თემა, ჟანრი);
ახასიათებს XX საუკუნის ხელოვნების რამდენიმე მიმდინარეობის ცნობილ ნიმუშს;
ამოიცნობს ქართული ხუროთმოძღვრების ცნობილ ნიმუშებს და ადარებს იმავე პერიოდის სხვა ქვეყნის არქიტექტურულ ძეგლებს;
კონკრეტული ნიმუშების მაგალითზე მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე, რომელიც არსებობს სხვადასხვა პერიოდის ხელოვნებაში (ძველი, ახალი და თანამედროვე);
ამოიცნობს კონკრეტული მხატვრის ნამუშევარს და მსჯელობს მისი შემოქმედების სტილსა და მანერაზე.

ს.გ.IX.6. მოსწავლე იკვლევს და განმარტავს კონტექსტის გავლენას კონკრეტულ ნაწარმოებსა და ხელოვანის შემოქმედებაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
სხვადასხვა ვიზუალური ელემენტების მიხედვით ამოიცნობს ეპოქას, რომელიც ასახულია ნამუშევარში (ტანსაცმელი, ნივთები, ტრანსპორტი და სხვ.);
აგროვებს ინფორმაციას იმ ისტორიულ პერიოდსა და მოვლენებზე, რომლებმაც გავლენა იქონია კონკრეტული ხელოვანის შემოქმედებაზე და აცნობს თანაკლასელებს მოხსენების და თვალსაჩინო მასალის სახით;
მსჯელობს, თუ რა გავლენა იქონია ამა თუ იმ ისტორიულმა მოვლენამ რომელიმე კონკრეტულ ნამუშევარზე;
მსჯელობს, თუ როგორ აისახება ეპოქის იდეური და სტილისტური ნიშნები ხელოვანის შემოქმედებაზე.

ს.გ.IX.7. მოსწავლე იკვლევს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს და შეუძლია იმსჯელოს მათ შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ასახელებს ხელოვნების დარგებს, რომლებიც ნიშანდობლივია ქართული ხალხური შემოქმედებისათვის (ხეზე კვეთა, ჭედურობა, ქარგვა, ქსოვა, თექა.);
მსჯელობს, რა ხერხებით არის შენარჩუნებული და დაცული ქართულ ხელოვნებაში ხალხური შემოქმედების ტრადიციები;
ადარებს ქართული ხალხური შემოქმედების რომელიმე დარგის ნიმუშს სხვა ქვეყნის იმავე დარგის ნიმუშთან;
იკვლევს, რა მსგავსება და განსხვავებაა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს შორის (არქიტექტურა, კედლის მხატვრობა და სხვ.).

ს.გ.IX.8. მოსწავლე იკვლევს ხელოვნების როლს საზოგადოების ცხოვრებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მსჯელობს მისთვის ნაცნობ ხელოვნების მოღვაწეებზე და მათ წვლილზე საზოგადოების ცხოვრებაში;
აგროვებს ინფორმაციას კულტურის რომელიმე წარმომადგენლის მოღვაწეობაზე და მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით ადგენს სახლ-მუზეუმის პროექტს;
იკვლევს შემოქმედთა წარმატების/წარუმატებლობის მიზეზებს;
იკვლევს, თუ რა გავლენა იქონია თანამედროვე საკომუნიკაციო და ტექნოლოგიურმა საშუალებებმა ხელოვნების როლზე საზოგადო­ე­ბის ცხოვრებაში.



პროგრამის შინაარსი

სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები:

ხაზი, ფერი, შუქ-ჩრდილი, ფაქტურა, ფორმა, მოცულობა; მთლიანობა, პროპორციები; სივრცე; ხედვის წერტილი; სიმეტრია, რიტმი, წონასწორობა, კონტრასტი (განწყობილების, ასოციაციების, ემოციების გადმოცემა სხვადასხვაგვარი ეფექტების საშუალებით).
რეკომენდებული ვიზუალური მასალა:
იერონიმუს ბოსხი, ანრი რუსო, მიხაილ ვრუბელი, ოდილონ რედონი, მარკ შაგალი, ედვარდ მუნკი, ჯეიმს ენსორი, სალვადორ დალი, რენე მაგრიტი, ჯორჯო დე კირიკო, მაქს ერნსტი, ჰანს არპი (წარმოსახვითი სამყარო); რაულ დიუფი (მაგ., “აფიშები ტრუვილში”, “რეგატა ჰენლიში”, “ორკესტრი”, “დოღი ესკოტში”, “კაზინო ნიცაში”) ლადო გუდიაშვილი (სტილიზებული ნამუშევარი).
ქართული თეატრის მხატვრობა - ირაკლი გამრეკელი, პეტრე ოცხელი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, კირილე ზდანევიჩი, სოლიკო ვირსალაძე და სხვ.
ჟან ტინგლი, ნიკი დე სენტ ფალი, თამარ კვესიტაძე (თოჯინები, მექანიკური სკულპტურები), ენტონი გორმლი და სხვ.
მასალა და იარაღი:

ტუში, ფანქარი, პასტელი, გუაში, აკვარელი, ტემპერა, ნახშირი, ფერადი ქაღალდი, მუყაო, თიხა, ქსოვილი, ძაფი, თოკი, მავთული, ლითონის, პლასტმასის კოლოფები, ბუნებრივი და ხელოვნური მასალა; ექსპერიმენტი სხვადასხვა მასალით; სადურგლო, სამეთუნეო, საქსოვი, სამკერვალო იარაღი.
ტექნიკა და პროცედურა:

ფერწერის, გრაფიკის სხვადასხვა ტექნიკა, ანაბეჭდი, ძერწვა, კოლაჟი, ფარდაგი, თექა, გობელენი, ნაქარგობა, კომპიუტერული ტექნოლოგიები;
ექსპერიმენტი შერჩეულ სფეროში (მხატვრობა, დიზაინი, ფოტოგრაფია).
იდეების გამოხატვა:

იდეების წყაროები: ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, მხატვრული ლიტერატურა, შთაბეჭდილებები, ასოციაციები, ფანტაზია.
სავარაუდო თემები:

“ქართული ორნამენტის მოტივები”, “ისტორიული და ლეგენდარული გმირები”, “სამშობლო”, “გმირობა”, “ჯგუფური პორტრეტი”, თავისუფალი თემები, თემები სხვადასხვა საგანში განვლილი მასალიდან.
შრომითი საქმიანობა:

ინვენტარის შეკეთება, საკლასო ოთახის გარემონტება-მოწყობა, დეკორატიული და გამოყენებითი საგნები, მაკეტები თეატრალური სპექტაკლებისთვის, რეკვიზიტი (კოსტიუმისა და დეკორაციის დეტალები); ინტერიერის, ტანისამოსის, ავეჯის, სხვადასხვა საგნის ესკიზები, მისალოცი და მოსაწვევი ბარათები, ზეიმების და თეატრალური წარმოდგენების აფიშა; მარტივი ელექტროსათამაშო.
კომუნიკაცია:

ნამუშევრის წარდგენა, შეფასების კრიტერიუმების შერჩევა, ანალიზი;
საუბარი ნამუშევრიდან მიღებულ შთაბეჭდილებასა და ინფორმაციაზე.
ხელოვნების აღქმა კონტექსტში:

სხვადასხვა კულტურის/ისტორიული პერიოდის ხელოვნების ნიმუშების შედარება (სტილი, თემა, ჟანრი და სხვ.) მიხედვით; მხატვრის ინდივიდუალური მანერა; ისტორიული პერიოდის, მოვლენების გავლენა ხელოვნების ნიმუშზე; საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნება, ხალხური შემოქმედება; ხელოვნების მოღვაწეების, კულტურასთან დაკავშირებული დაწესებულებების როლის კვლევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
შუასაუკ

Комментариев нет:

Отправить комментарий

მზე - თქვენთვის

მზე - თქვენთვის

Fish